თბილისში, პეკინის ქუჩაზე, ,,საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. ბანკში ნიღბიანი პირი შეიჭრა და გარკვეული რაოდენობის თანხა წაიღო.
როგორც ცნობილია, თავდამსხმელი შეიარაღებული იყო.
ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.